пятница, 15 июня 2018 г.

ჩემი გაკვეთილი

გაკვეთილის გეგემა მასწავლებლის გვარი,სახელი,პირადი ნომერი: ჩიხლაძე მაია,36001034303 საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური. მე–4 კლასი. მოსწავლეთა რაოდენობა: 23 მოსწავლე. არცერთი მოსწავლე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომებს. გაკვეთილის თემა: ,,მოხეტიალე მუსიკოსი“.ხელობის აღმნიშვნელი სახელები. გაკვეთილის მიზანი: თხრობით გადმოსცემენ ნაწარმოების შინაარსს,დააჯგუფებენ ლიტერატურულ პერსონაჟებს მსგავსება–განსხვავების ნიშნით,იმსჯელებენ,დააკვირდებიან ხელობის აღმნიშვნელი სიტყვების წარმოებას. ზეპირი მეტყველების,ინფორმაციის შეკრებისა და დახარისხების, არგუმენტირებული მსჯელობის, წერითი მეტყველების უნარის განვითარება. აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი შედეგი კლასის ორგანიზაციის ფორმა/ ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ) 1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ,კლასს შევახსენებ მეგობარ წესებს, გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზნებს: ,,დღეს ჩვენი გაკვეთილის თემაა,,მოხეტიალე მუსიკოსი“ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის მიზია: თხრობით გადმოსცეთ ნაწარმოერბის შინაარსი,ლიტერატურული პერსონაჟები დააჯგუფოთ მსგავსება– განსხვავების ნიშნით,დაკვირდებით ხელობის აღმნიშვნელი სიტყვების წარმოებას. თვენი პასუხები შეფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ დაიცავთ ქცევის წესებს, რამდენად სწორად გადმოსცემთ თხრობით მესამე პირში ნაწარმოების შინაარსს, დამაჯერებელი იქნება თუ არა თქვენი მსჯელობა მთავარი გმირების მსგავსება–განსხვავებაზე,რამდენად სწორად უპასუხებთ დასმულ შეკითხვებს,რამდენად ჩართული იქნებით ჯგუფურ მუშაობაში. (მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებზე, რომლებიც ჩამოწერილი აქვს ფლიჩფარტზე) ვერბალური ახსნა დანართი 3 მთელი კლასი გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების რუბრიკები 2წთ 2 გაკვეთილს დავიწყებ ვივალდის მუსიკის მოსმენით. შემდეგ კლასს დავუსვამ კითხვას: რა იგრძენით ამ მუსიკის მოსმენის დროს? რა ჰქვია იმ ადამიანს ვინც მუსიკას ასრულებს? შემახსენეთ ჩვენი გაკვეთილის თემა რა არის? დღეისთვის დავალება გქონდათ ,,მოხეტიალე მუსიკოსის“მოკლე შინაარსი რომელიც წინა გაკვეთილზე შედგენილი გეგმის მიხედვით უნდა დაგეწერათ. დაწერილს წაიკითხავს 2 მოსწავლე,მასწავლებელი მათ აძლევს განმავითარებელ შეფასებას.მსჯელობენ როგორ შეასრულეს დავალება და რა გაუჭირდათ შინაარსის დაწერისას. წინარე ცოდნის აქტუალიზაცია მთელი კლასი 2 მოსწავლე. კომპიუტერი აქტივობის რვეული 1წთ 3წთ 3 მოსწავლეები ვრცლად გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს მესამე პირში. თითოეულ მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას. ზეპირი მეტყველების განვითარება. მონაწილეობს 2 მოსწავლე 10წთ 4 5 მასწავლებელი სვამს კითხვას. სად ხდება მოქმედება? რამდენი მოქმედი გმირია ნაწარმოებში? დავასახელოთ ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირები? დაფაზე დაიხაზება სქემა სადაც დაიწერება მთავარი მოქმედი გმირების მსგავსება –განსხვავება. მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს შეადარონ პერსონაჟები ერთმანეთს. მოსწავლეები ასახელებენ მოქმედი გმირების მზგავსა და განსხვავებულ თვისებებს. მსჯელობენ ამ თვისებების ირგვლივ. პედაგოგი აძლევს განმავითარებელ შეფასებას. რომელი მათგანი უფრო საჭირო საქმეს აკეთებდა მუსიკოსი თუ მეშუქურე? რატომ? მასწავლებელი დასვამს კითხვებს,აგრეთვე მოსწავლეებს მივცემ საშუალებას, რომ დასვან კითხვები გაკვეთილის ირგვლივ და უპასუხონ. ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით. გამოვყოფ ბავშვის ძლიერსა და სუსტ მხარეებს. პერსონაჟების დაჯგუფება მზგავსება–განსხვავების ნიშნით. დანართი 1 კიპა მთელი კლასი მთელი კლასი დაფა,ცარცი. 10წთ 6წთ 6 რა უნათებდა გზას გემებს? რა ქვია იმ ადამიანს ვინც შუქურას პატრონობდა? დააკვირდით როგორ არის ნაწარმოები მეშუქურე? მე–შუქურ–ე თავსართი– მე ბოლოსართი–ე ანუ მეშუქურე არის ხელობის აღმნიშვნელი სახელი. შუქურას რომელი კითხვადაესმის? მეშუქურეს? განმარტეთ კითხვა ვინ? რომელ არსებით სახელს დაესმის? ხოლო კითხვა რა?რომელს? მაგალითად ნავი–მენავე. ვიოლინო– მევიოლინე ურემი –მეურმე. მონაწილეობს მთელი კლასი დაფა,ცარცი. 4წთ 7 აქტივობა მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები სადაც იქნება დაწერილი არსებითი სახელები,რომლებიდანაც უნდა აწარმოონ ხელობის აღმნიშვნელი სახელები და ამ სახალებზე შეადგინონ წინადადებები. ჯგუფის პრეზენტატორები გააკეტებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს განმავითარებელ შეფასებას. ბოლოს მოხდება კლასის მიერ ნასწავლი მასალის შეჯამება. ვაკეთებ განმავითარებელ შეფასებას,გამოვყოფ ბავშვის ძლიერსა და სუსტ მხარეებს. ხელობის აღმნიშვნელი სიტყვების წარმოება და მართლწერა. დანართი 2 ჯგუფური ჯგუფი 5 (4–5 ბავშვი) თაბახის ფურცლები 6წთ 1წთ მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება გააგრძელეთ მოთხრობა. ინსტრუქტაჟი 1წთ შეფასება : განმავითარებელი შეფასება. განმავითარებელი. დანართი 3 მთელი კლასი. ინდივიდუალურად. 1წთ გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ზეპირმეტყველება ქართ.მე–4.2მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ. მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანმიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს. მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით. აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას. კითხვა ქართ.მე–4.5 აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით(მზგავსება–განსხვავების, მზარდი–კლებადი ხარისხისა და ა.შ.მიხედვით) წერა ქართ.მე–4.13. მოსწავლეს შეუძლია გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორი ფორმების გამოყენება წინადადებების აგებისა და პუნქტუაციის ძირითადი წესების დაცვა. სათანადოთ იყენებს ნაცნობი გრამარიკული ფორმების მართწერის წესების/ფრაზის აგებისას. დანართი 1 მსგავსება განსხვავება დანართი დანართი 2 დანართი 2 1 ჯგუფი 2 ჯგუფი 3 ჯგუფი 4 ჯგუფი 5 ჯგუფი ცხვარი– ღვინო– წისქვილი– ურემი– ქათამი– პური– ვენახი– ძროხა– თევზი– ბაღი– ღორი– ჩაი– ფუტკარი– ნახშირი– ნავი– დანართი3 შეფასების კრიტერიუმი იყო/არ იყო კომენტარი 1 იცავს ქცევის წესებს 2 თხრობით, თანმიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს. 3 მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე. 4 აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით. 5 პასუხობს დასმულ კითხვებს. 6 სათანადოდ იყენებს ნაცნობ გრამატიკულ ფორმებს. 7 ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში 8 ჯგუფურ მუშაობაში იცავს დროის ლიმიტს.

Комментариев нет:

Отправить комментарий