ჩემი პროექტი



პროექტი ეძღვნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26 მაისს  და ამ დამოუკიდებლობის
   100-წლისთავს.

პროექტის სახელწოდება: „დაამზადე საქართველოს დროშა“

პროექტის მიზანი:
1.      პროექტში ჩაერთონ  არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლები, ახლობლები და  თემის სხვა დაინტერესებული წევრები.
2.      მონაწილეები შეიძენენ  ისტორიულ ცოდნას.
3.      განივითარებენ სახელმწიფოებრივი აზროვნების, შემოქმედებით, პრაქტიკულ-სახელობო უნარებს.  ასევე, სახელმწიფო სიმბოლოებისადმი პატივისცემას.
4.      გამოიმუშავებენ აქტიურ სამოქალაქო  პოზიციას.
5.      მოხდება მშობლებსა და თემში საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და მათი მჭიდრო ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში. 

პროექტის აღწერა: მონაწილეები მოიძიებენ და შეისწავლიან ინფორმაციას სახელმწიფო სიმბოლოზე,  დააზუსტებენ დეტალებს, გამოიკვლევენ ინფორმაციას ისტორიულ პირებზე,  ფაქტებსა, მოვლენებზე.

მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
მასალა, ზომა და ფორმა (დროშის) :  შეუზღუდავი. 

ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი-მაისი.  ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 10 მაისი.
ნამუშევრების მიღების ადგილი:  პროექტში ჩართული ახლომდებარე სკოლა.

გამოფენის მოწყობა 2 ეტაპად.

I ეტაპი (10-20  მაისი) - სასკოლო გამოფენა და  გამარჯვებული დროშების გამოვლენა-დაჯილდოება.

II ეტაპი (20-26  მაისი)- ინტერნეტ-გამოფენა, გამარჯვებული ნამუშევრების ვირტუალური გამოვლენა  და სიმბოლურ-ვირტუალური  დაჯილდოება.    

მოსალოდნელი შედეგები:
1. შემოქმედებითი ნამუშევრების შექმნა
2. ფოტო და ვიდეო-მასალების გადაღება
3. ვირტუალური გვერდი: „საქართველოს სახელმწიფო დროშა“ - შექმნა ფეისბუქის ქსელში.

სარგებელი: მონაწილეები გაიცნობენ ერთმანეთს, განიმტკიცებენ მიღებულ  ცოდნას, განივითარებენ და განიმტკიცებენ სახელმწიფოებრივ აზროვნებას  და სოციალურ უნარებს,  აღმოაჩენენ საინტერესო ადამიანებს,   ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და  სხვ.


საგნებთან/საგნ. ჯგუფებთან:
1.      ისტორია
2.      სამოქალაქო განათლება
3.      ხელოვნება

Комментариев нет:

Отправить комментарий